თეგებით ძიება

"ავსტრალიელი გოგო მოიტაცეს მოკლეს და გადაჩეხეს... ეს ყველაფერი 5 ივლისის გაგრძელებაა" - გიგი უგულავა

ეს ყველაფერი 5 ივლისის გაგრძელებაა, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ავსტრალიელი 31 წლის ქალის გარდაცვალებას.

"უბედურება გრძელდება. ავსტრალიელი გოგო მოიტაცეს მოკლეს და გადაჩეხეს. რა თქმა უნდა, იქნება გამოძიება. ალბათ დამნაშავესაც მალე ვიპოვით. იქნება საყოველთაო და სამართლიანი რისხვა. მაგრამ ახლაც და მერეც უნდა გვესმოდეს რომ ეს ყველაფერი 5 ივლისის გაგრძელებაა. ეს დღე არ იყო ერთჯერადი. ხუთში ივანიშვილის ღარიბაშვილმა სახელმწიფოს სახელით წაახალისა ყველაზე ბნელი ინსტიქტები და დაუსჯელობა. ხუთში ზემოდან მოსაყდრე შიომ ეს ყველაფერი დალოცა. ეს აპოკალიპტური მხეცი დარბის ქვეყანაში და ის არავის დაინდობს. ოცნებაა ამ ჯოჯოხეთის შემოქმედი
პოლონელი ტურისტი, გერმანელი დიჯეი, ავსტრალიელი მასწავლებელი, სამ კვირაში!", - წერს უგულავა ფეისბუქზე.

თბილისში, მთაწმინდაზე გუშინ დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს. დაუდგენია, რა გახდა 31 წლის უცხოელის გარდაცვალების მიზეზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა