თეგებით ძიება

"უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ. მერე რაც მოხდა ყველა ვწერთ. როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია!" - დათო ლიკლიკაძე ავსტრალიელ ქალზე

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე თბილისში ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ადამიანი ჩამოვიდა სხვა ქვეყნიდან. ორი წელია ცხოვრობს ჩვენს სამშობლოში. ცხადია უყვარს კიდეც ჩვენი ადათიც, წესიც, ტრადიციაც, ხალხიც, აბა ისე აქ რა გააჩერებდა? აბა ისე უანგაროდ და უფულოდ, მოხალისეობრივად რატომ გასწავლიდა ინგლისურს. უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ.

მერე რაც მოხდა ყველა ვწერთ. არა, არა, ეს გაუგონარი ამბავია. ეს ძალიან ცუდი ამბავია (გარდა იმისა რომ ადამიანის მკვლელობა ისედაც ცუდი ამბავია).
როგორმე უნდა შევაჩეროთ ეს ისტერია!", - წერს ლიკლიკაძე ფეისბუქზე.

თბილისში, მთაწმინდაზე გუშინ დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს. დაუდგენია, რა გახდა 31 წლის უცხოელის გარდაცვალების მიზეზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა