თეგებით ძიება

"სიცოცხლით სავსე ქალაქი” “სიკვდილით სავსე ქალაქი” ხდება"...ჯერ სად ხართ! მოგენატრებათ ის დრო, როცა მანქანას არ კეტავდით..." - ცისნამი საყვარლიშვილი

მრცხვენია და გული მტკივა, რომ საქართველო ასეთ დღეშია, - ასე ეხმაურება აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ცისნამი საყვარლიშვილი თბილისში ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს.

"სიცოცხლით სავსე ქალაქი” “სიკვდილით სავსე ქალაქი” ხდება.
ძალიან ვწუხვარ მეტი რომ არ შეიძლება! აკი ქართველები სტუმარ-მასპინძლობით გამორჩეული ერი ვართ?! ასე უნდა მოვექცეთ სტუმარს? უცხო ქვეყნის შვილს?

ჯერ სად ხართ! მოგენატრებათ ის დრო როცა მანქანას არ კეტავდით და ისე აჩერებდით, როცა ყველა კრიმინალი ციხეში იჯდა და ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა!

მრცხვენია და გული მტკივა, რომ საქართველო ასეთ დღეშია.
ჩემს პოსტებს ჩემი ამერიკელი მეგობრები ხედავენ და მეკითხებიან, უსაფრთხოა შენს ქვეყანაში ვიზიტი?

თქვენის აზრით რა ვუპასუხო ამ ხალხს, როცა ასეთი ამბები ხდება!
შინაგან საქმეთა სამინისტრო რას მიკეთებთ? საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თქვენი მთავარი ფუნქციაა დაიცვათ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან!", - წერს საყვარლიშვილი ფეისბუქზე.თბილისში, მთაწმინდაზე გუშინ დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს. დაუდგენია, რა გახდა 31 წლის უცხოელის გარდაცვალების მიზეზი.

თბილისში, მთაწმინდაზე გუშინ დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს. დაუდგენია, რა გახდა 31 წლის უცხოელის გარდაცვალების მიზეზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა