თეგებით ძიება

"რა ტურიზმი და რა ევროკავშირი?! ახლა ვითვალოთ გვამები..." - ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარაია ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ

"რა ტურიზმი და რა ევროკავშირი?! შემოგვღობეთ აწი და დაგვაწერეთ, რომ ადამიანებისთვის საშიში ტერიტორიაა. მადლობა ქოცებს, 5-6 ივლისს ყველა მოძალადეს მწვანე რომ აუნთო.

ახლა ვითვალოთ გვამები - ეს უკვე მეორე გაუპატიურებული და გარდაცვლილი უცხოელი ქალია ამ ზაფხულს.
პ.ს. ახლა ჩემი თანამშრომელი მარტყობინებს, რომ ჩვენ მობილურ აპლიკაცია safe you-ს უცხოელები იწერენ პანტა-პუნტით, რადგან sos-ღილაკი აქვს, ლოკაციას ხედავს და განგაშის გაგზავნა შეუძლია მეგობრებისთვისაც, ორგანიზაციებისთვისაც და პოლიციისთვისაც. ხოდა, ამას რომ ვნერგავდით, უცხოელებზე სულ არ მიფიქრია, მაგრამ აჰა... ხალხი საფრთხეში გრძნობს თავს საქართველოში", - წერს პატარაია ფეისბუქზე.

შგახსენებთ, რომ თბილისში, მთაწმინდაზე, 31 წლის ავსტრალიელი, შანე ბრუკი გუშინ გაუჩინარდა. მისი ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა