თეგებით ძიება

"მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით..." - ლადო აფხაზავა

ქართველი პედაგოგი, ლადო აფხაზავა 31 წლის ავსტრალიელი ქალის, ინგლისურის მასწავლებლის გარდაცვალების საქმეს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება:

"მასწავლებელი მოკლეს, მასწავლებელი, რომელიც ქართველ ბავშვებს ასწავლიდა და ამზადებდა მომავალი გამოწვევებისთვის. მადლობა მას ამისთვის და გვაპატიე, მასწავლებელო, რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული. გვაპატიონ შენმა მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა, მოსწავლეებმა, თანამშრომლებმა.

ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ და დაისაჯოს დამნაშავე.
მასწავლებელი მოკლეს, გვაპატიეთ მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით.....", - წერს ლადო აფხაზავა ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, მთაწმინდაზე 30 ივლისს დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. დაუდგენია, რა გახდა 31 წლის უცხოელის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა