თეგებით ძიება

"დანით გამომედევნენ, გადავრჩი, გამვლელი მომეხმარა" - სალომე სამადაშვილი

პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი საქართველოში ავსტრალიელი მასწავლებლის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება და ვაშინგტონში თავვს გადახდენილ ისტორიას იხსენებს:

"დიახ, სხვაგანაც ხდება-მე დანით გამომედევნენ, მაგალითად, ვაშინგტონში უნივერსიტეტიდან სახლში მიმავალს, გადავრჩი, გამვლელი მომეხმარა. მერე რა? ამიტომ არ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკამ საგრძნობლად დაამძიმა კრიმინალური ვითარება? არ ვიცი ეს საწყალი გოგო რა მიზეზით მოკლეს, მაგრამ გაღატაკებული ხალხი, დაუსჯელი, წახალისებული ძალადობა და ზოგადად, მოშლილი სახელმწიფო, ყველაფერი, რაც კრიმინალის ზრდას უწყობს ხელს, ვისი პასუხისმგებლობაა?", - წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.

31 წლის ავსტრალიელი მასწავლებელი, შანე ბრუკი თბილისში 30 ივლისს გაუჩინარდა, მისი ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა