თეგებით ძიება

"ტრაგედიები ტრიალებს ჩვენს გარშემო... ჩემი 10 წლის შვილმა მკითხა: დედა, რა აზრი აქვს ამდენს, რომ დარდობ? ან შეცვალე რამე ან აღარ იდარდოო ..." - ლექსო ლაშქარავას ყოფილი მეუღლე

"ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ყოფილი მეუღლე, ირინა ლომსაძე თბილისში ავსტრალიელი მაქსწავლებლის მკვლელობის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"არ მომწონს საჯარო სივრცეში გამოჩენა ! ამ კონტექსტით მითუმეტეს ... დიახ ! ტრაგედიები ტრიალებს ჩვენს გარშემო ...ვისაც ძალიან გინდათ დარწმუნებული ვარ თავს მაინც ვერ აარიდებთ.. ადამიანობაა უბრალოდ ... რაც მჭირს 5 ივლისიდან დაწყებული კარგად იცით ყველამ ... ლექსოს ტრაგედია არ დასრულებულა ჯერ ჩვენთვის ... ყველასთვის ! მაგაზე არ ვისაუბრებ ჯერ ... ამ გოგოს სიკვდილმა ძალიან დამთრგუნა ... ამ ყველაფერმა ერთად! მიჭირს ამ რეალობის აღქმა ! მოკლედ რატომ ვყვები ამას ... კი ძალიან ემოციურად შევხვდი ყველაფერს ... 5 ივლის ... 11 ივლის .. იმას რაც მოყვა ... დღევანდელ დღესაც ! სულ ვტრირი და ვბრაზობ.. ჩემი 10 წლის შვილი რომ მიყურებს ამ დროის განმავლობაში ... დღეს გამაჩერა და მკითხა: დედა .. რა აზრი აქ ამდენს რომ დარდობ ? ან შეცვალე რამე ან აღარ იდარდოო .....




შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგე რადიკალებმა სცემეს. ის 11 ივლისს გარდაიცვალა.

თბილისში, მთაწმინდაზე 30 ივლისს დაკარგული ავსტრალიელი მასწავლებელი, 31 წლის ქალი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა