თეგებით ძიება

"წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია, დავკარგეთ კარგი მასწავლებელი"

გარდაცვლილი ავსტრალიელი 31 წლის მასწავლებელი, შანე ბრუკი ინგლისური ენის შემსწავლელ ცენტრში მუშაობდა. "საერთაშორისო სახლის" ადმინისტრაცია შანე ბრუკის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადებით ეხმაურება:

"ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ ჩვენი მასწავლებელის, შანაე ბრუქს ედვარდსის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია. დავკარგეთ გულისხმიერი ახალგაზრდა ადამიანი და კარგი მასწავლებელი. ვუსამძიმრებთ ყველას: ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს",- აცხადებს საერთაშორისო სახლის ადმინისტრაცია.

თბილისში, მთაწმინდაზე 30 ივლისს დაკარგული ავსტრალიელი მასწავლებელი, 31 წლის ქალი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა