თეგებით ძიება

"ბევრჯერ დამჭირდა გავეშებული ქართველებისგან დამეცვა უცხოელები...ქვეყანაში ცხოვრება საშიშია ყველასთვის"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მაია ტყემალაძე საქართველოში უცხოელების მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე ფეისბუქზე წერს:

"005-ში, როდესაც ამერიკიდან დავბრუნდი, ერთმა საზოგადოების ღრმად პატივცემულმა პირმა მკითხა , ყველაზე მეტად რა მოგეწონა ამერიკაშიო. ალბათ ელოდა ვეტყოდი შენობები, მანქანები, მაღაზიები და ასე შემდეგ... მე ვუპასუხე ადამიანებითქო. რას ამბობ , ჩვენზე უკეთესები არიანო? აი, ესაა სწორედ ქართული მენტალიტეტი. ჩენ ყველაზე მაგრები გვგონია თავი, ჩვენ ყველაზე უკეთესი ბუნება გვგონია გვაქვს, ყველაზე კარგი კულტურა, სამზარეულო, ცეკვები და სიმღერები. ჩვენ გვგონია რომ საუკეთესო ოჯახები მხოლოდ ქართველებს გვაქვს, მხოლოდ მართლმადიდებელია კარგი და სხვა რელიგიის წარმომადგენელი ადამიანი არაა.
მე ისევ გავუმეორე იმ ღრმად პატივცემულს , რომ ისეთი ადამიანები, ისეთი ადამიანური ურთიერთობები, გულწრფელი და ალალი, საქართველოში არ მინახავს. სულელად ჩამთვალა. მას შემდეგ ასაკიც მომემატა და გამოცდილებაც. დღესაც იგივე აზრზე ვარ. ეს აზრი კიდევ მეტად განმიმტკიცა ჩემი შვილის ერთმა წლიანმა ცხოვრებამ ამერიკულ ოჯახში, ოჯახში , რომელიც ადამიანობის , სიყვარულის, და ერთგულების სიმბოლოა დღემდე ჩემთვის( ჩემს ამერიკელ მასპინელ ოჯახზე რომ არაფერი ვთქვა).
მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ დამჭირდა გავეშებული ქართველებისგან დამეცვა ჩემი ახლობელი უცხოელები , რომლებიც სხვადასხვა მისიით იყვნენ ჩამოსულნი ჩვენს ქვეყანასა და ჩემს ქალაქში.
ჩვენ , ქართველები, ყველაზე მეტად ჰომობოფი, ყველაზე მეტად კაცთმოძულე ერი გამოვდივართ ასეთი ქმედებების გამო. აქ საუბარი არაა ინდივიდ ადამიანებზე. კარგი და ცუდი ყველა ერშია, მაგრამ ფაქტია, უცხოელ გოგონებს ყოველთვის "ისეთნაირებად" მოვიაზრებთ, უცხოელ მამაკაცებს " ფულის ტომრებად" აღვიქვავთ( ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმებისთვის) ვერ წარმოუდგენია ქართველ ერს, რომ ახალგაზრდა უცხოელები, რომლებიც ბევრ შემთხვევაში უანგაროდ გვეხმარებიან, წვლილი შეაქვთ ჩვენი ბედკრული განათლების სისტემის განვითარებაში, უყვართ საქართველო , უყვართ ქართველები, უყვართ ჩვენი ბუნება, მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, ჰყავთ მშობლები, და-ძმა, მეგობრები და უბრალოდ, რომ არიან ადამიანები.
რატომ, რა უფლებით ძალადობ და კლავ , არაადამიანო. რა უფლებით ? უცხოელი იყო? რა მოხდა? ის მოხდა რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება საშიშია ყველასთვის. საშიშია გარეთ გასვლა დღისით-მზისით, მობინდებულზე და რა თქმა უნდა ღამეც.
როგორ ვიცხოვროთ?
არ მაქვს პასუხი.
მრცხვენია.
მეშინია.
პირადად ბოდიშს ვუხდი შანაი ბრუქსის ოჯახს, მის ქვეყანას, მის მეგობრებს.
P.S
ეს სტატუსი არ ნიშნავს იმას რომ მე საქართველო არ მიყვარს, ქართველები და ჩემი სარწმუნოება არ მიყვარს. სწორედაც რომ მიყვარს და გული მტკივა. ამიტომ მივუთითებ ნაკლზე, ამიტომ მინდა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს ქვეყანაში, ადამიანების მენტალიტეტში. ამიტომ გავაკეთებ ყველაფერს რომ ჩემი მოსწავლეები ავღზარდო საქართველოს სიყვარულით მაგრამ ასევე სხვისი კულტურის და ისტორიის პატივისცემით", - წერს ტყემალაძე ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა