თეგებით ძიება

"კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშიაო" - ერთი ხელისუფლების ისტორია ასე ზუსტად შეეფასებინა ვინმეს, მე არ მახსოვს" - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგილია, ქვეყანაში გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მოკლედ, სწორი იყო ის კაცი, როცა თქვა-,, კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშიაო". ერთი ხელისუფლების ისტორია ასე ერთ წინადადებაში და ზუსტად შეეფასებინა ვინმეს,მე არ მახსოვს .აბა ჩვენი მწერლები არიან? ამხელა წიგნებს რომ წერენ და წერენ..ერთ წინადადებაში აღწერილი ჩვენი რეალური ყოფა-,, კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაში,, . ჟამთააღმწერელია ფაქტიურად,ამ სიტყვების ავტორი", - წერს ინგა გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, მთაწმინდაზე 30 ივლისს დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა