თეგებით ძიება
01. 08. 2021 მსოფლიო

თურქეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდა

თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 864 კი დაშავდა.

მანამდე ვრცელდებოდა 6 დაღუპულისა და 410 დაშავებულის შესახებ ინფორმაცია.

ოფიციალური პირების ცნობით, თურქეთში ტყის 107 ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, ჯერჯერობით კი 5-ის ჩაქრობა ვერ ხერხდება.

ხანძარი საკურორტო ზონებს უახლოვდება, რის გამოც, ტურისტების ევაკუაციაც განხორციელდა.

ხანძარს ათასობით მეხანძრე ებრძვის, ჩართულია ტექნიკა და ავიაციაც.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა