თეგებით ძიება

"ეროვნული ტრაგედიაა...მათი ლეგენდარული სახეები და ისტორიები მეხსიერებიდან იშლება" - ნიკა გვარამია სპორტსმენებზე

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სპორტსმენების პოლიტიკაში წასვლის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, გამარჯვებული სპორტსმენი იყო და შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ბედნიერება მოგქონდეს. თან, გაუბედურებული და გაღატაკებული ქვეყნისა და ხალხისთვის.

და რამხელა ტრაგედიაა, რომ მერე პოლიტიკაში მიდიან და ყველა, როგორც ერთი, ადამიანურ სახეს კარგავს. კუნთების გროვებად განიხილავენ და ამისთვის შეყავთ პარლამენტში ან ნიშნავენ თანამდებობებზე. ისე გვაზიზღებენ თავს, მათი ლეგენდარული სახეები და ისტორიები მეხსიერებიდან იშლება და მათი ახალი - მოძალადე და კორუმპირებული - სახეებით იცვლება და რჩება.
ასეთი მარტო საქართველოში ხდება და უფრო მცირე მასშტაბით - რუსეთში.

ეროვნული ტრაგედიაა, მე რომ მკითხო", - წერს გვარამია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა