თეგებით ძიება

"ეტყობა ღარიბაშვილს ეცოტავება დღეში 30 კუბო" - ბაია პატარაია ექთნის გარდაცვალების საქმეზე

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეტების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:

"რა ვერ გამოიძიეს ასტრაზენეკას აცრის მერე გარდაცვლილი ექთნის ამბავი? დავიჯერო, ზუსატდ არ იცით, რამ მოკლა? რატომ აჯანჯლებთ? იმ ექიმებს ხომ არ აფარებთ ხელს, რომლებმაც დროული დახმარება ვერ აღმოუჩინეს? საბოლოოდ, დადასტურდა თუ არა იმ ქალის მიერ წინა დღით საშიში პრეპარატის თვითნებური მიღება? რატომ არ გვცემს პასუხს პროკურატურა? კიდე რამდენი წელი უდნა გავიდეს?

რეალურად, რა თქმა უნდა, არ სჭირდება წელიწადზე მეტი არც ერთ ექსპერტიზას და არც ერთი მოწმის გამოკითხვას.
რატომ არ კითხულობენ ამ ამბავს ჟურნალისტები?

ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ შემთხვევის გამო ბევრი ანტივაქსერი გახდა და როდესმე პასუხი ხომ უნდა გაეცეს იმ ბურუსით მოცულ სიკვდილს?
სადაა სახელწმიფოს მიერ ჩატარებული თუნდაც ერთი კამპანია აცრებზე?

არც ერთი ორჯერ აცრილი ადამიანი რომ არ მომკვდარა და ყოველ დღე 30 აუცრელ ადამაინს რომ ვდებთ კუბოში, ამაზე რატო არ ლაპარაკობს მთავრობა და რატომ არ იშენს თავში ხელს? ეტყობა ღარიბაშვილს ეცოტავება დღეში 30 კუბო", - წერს პატარაია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხელი ექთნანი, მეგი ბაქრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა, მეორე დღეს კი გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა