თეგებით ძიება

"მადლობა ამ ბედნიერი წუთების განცდისათვის" - კულუმბეგოვი ტალახაძეს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსან ლაშა ტალახაძის ტრიუმფს ეხმაურება:

"ლაშა, მადლობა ამ ბედნიერი წუთების განცდისათვის, რომელიც განსაკუთრებით გვჭირდება პანდემიის დრო!
ოლიმპიური ოქრო და სამი მსოფლიო რეკორდი!", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიურ ტამაშებზე დღეს მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა. ტალახაძემ ორჭიდში 488 კილოგრამი დააგროვა და 2 კილოგრამით მოხსნა თავისივე რეკორდი

ტალახაძემ საქართველოს დელეგაციას მეორე ოქროს მედალი, ჯამში კი მეშვიდე მედალი მოუტანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა