ბელგიამ საქართველოს საჩუქრად AstraZeneca-ს 86 400 დოზა გადმოსცა
ბელგიის სამეფომ საქართველოს AstraZeneca-ს ვაქცინის 86 400 დოზა გადმოსცა, ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი ავრცელებს.
ზალკალიანი სოციალურ ქსელში ბელგიის მთავრობას საჩუქრისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა სოფი ვილმესს და ბელგიის მთავრობას საქართველოსთვის გამოყოფილი AstraZeneca-ს ვაქცინის 86 400 დოზისთვის. თქვენი მხარდაჭერა პანდემიის რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, – წერს ვიცე-პრემიერი Twitter-ზე.