"კოვიდ- 19 იქნება ჩვენი რეალობის ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში” - პენტაგონის მთავარი ექიმი
გენერალ-ლეიტენანტმა რონალდ პლეისმა, პენტაგონის მთავარმა ექიმმა განაცხადა, რომ პანდემიისთან ბრძოლის ინტენსიური კამპანიის მიუხედავად, კორონავირუსი არსად წავა.
მისი თქმით, სხვა ვირუსების მსგავსად, კოვიდ-19 “იქნება ჩვენი რეალობის ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში.”
”მე ვფიქრობ, რომ ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ კოვიდ -19 გაქრება, მაგრამ ეს არის მცდარი მოსაზრება. ის არ გაქრება, ისევე როგორც არ ქრება გრიპი. ბევრი ვირუსი მუტაციას განიცდის და აკეთებს იმას, რაც მათ კვებავს და შენარჩუნებაში ეხმარება”,- თქვა გენერალ-ლეიტენანტმა.