თეგებით ძიება
05. 08. 2021 COVID - 19

"ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას" - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზი მიუთითებს, რომ სურათი მნიშვნელოვნად იცვლება, თუ ჩვენ მივაღწევთ ნიღბების გამოყენების 95 პროცენტის - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, პირბადის გამოყენება დღეს საქართველშო 50%-ან ნიშნულზეა, რაც მინიმიმ 30 პროცენტით გაუმჯობესებას საჭიროებს.

"ჩვენი ძალიან მყარი და მკაცრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველა მოქალაქე დაუბრუნდეს პირბადის გამოყენებას, მიუხედავად იმისა, ვინმე ამ პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით შენიშვნას მისცემს თუ არა, დააჯარიმებს თუ არა და ა.შ. მთავარია აღსრულდეს ეს წესი. დღეს ვართ პირბადის გამოყენების დაახლოებით 50-პროცენტიან ნიშნულზე, თუ გავაუმჯობესებთ თუნდაც 30 პროცენტით, მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, როგორც ინფიცირების შემთხვევების გავრცელებაში, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება ინფიცირების შემთხვევებს“, – განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა