თეგებით ძიება

"ჩვენს ჟურნალისტს გორში მიკროფონი მოპარეს" - ნიკა გვარამია მთავრობას მიმართავს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, არხის ჟურნალისტს გორში მიკროფონი მოპარეს.

სოციალურ ქსელში გვარამია საქართველოს მთავრობას მიმართავს:

"ჩვენს ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს, გორში მოპარეს მიკროფონი.
საქართველოს მთავრობა, კლეპტოკრატები რომ იყავით, ვიცოდით, მაგრამ ახლა მართლა ხო არ გააფრინეთ?!!!!!!!", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სენაკში, ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა და დღემდე არ დაუბრუნებია ის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა