"პატარა ექთანი გოგოები და ბიჭები თვალებში გვიყურებენ, თვალი არ მოუხუჭავთ, ერთხელ არ დაეზარათ არაფერი" - თამუნა თანდაშვილი რეანიმაციიდან
საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის" პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, რომელიც კორონავირუსს ებრძვის, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
"დღეს რა დღეა, რა თარიღია არ ვიცი, აქ ყველაფერი ნემსიდან ნემსამდეა. პროცედურიდან პროცედურამდე.
პატარა ექთანი გოგოები და ბიჭები თვალებში გვიყურებენ, თვალი არ მოუხუჭავთ, ერთხელ არ დაეზარათ არაფერი.
ისუნთქე, ისუნთქე, ისუნთქე მიდი!
აქ მართლა შინაგანი მგელი თუ გადაგარჩენს!
გაგიკეთებენ ჰანიბალ ლექტორის მასკას და უნდა გაძლო!
რეანიმაციაში ვარ და ვიცი რომ აქ არ დავრჩები, გამოვძვრები და პირველივე შესაძლებლობაზე ავიცრები!
იმდენი ადამიანი მწერთ სირცხვილია ყურების ჩამოყრა!
აიცერით რა", - წერს თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში.