"სამწუხაროდ, დღეის მონაცემებით, დელტა ვირუსმა გვაჩვენა, რომ საჭიროა მოსახლეობის 90 %-ის ვაქცინაცია" - გიორგი ფხაკაძე
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსსთან ერთად ცხოვრება. აი, ეს მძიმე სიტუაცია კიდევ რამდენიმე წელიწადს გასტანს. გაგრძელდება ეპიდაფეთქებები - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
"ძალიან ცუდი ამბავი მაქვს... დელტა ვირუსმა გვაჩვენა, რომ თუ ადრე ვუჰანური ვირუსის დროსმ მოსახლეობის 60-70% -ის ვაქცინაცია იქნებოდა საჭირო, და ეს უკვე სათანადო იმუნიტეტს გვაძლევდა, ვიქნებოდით დაცული, სამწუხაროდ, დღეის მონაცემებით, დელტა ვირუსმა გვაჩვენა, რომ საჭიროა მოსახლეობის 90 %-ის ვაქცინაცია, (ძითადად მე ბავშვებზე ვსაუბრობ ) თუ გვინდა ქვეყანაში გავაჩეროთ ვირუსი. ანუ, თუ ამ რაოდენობის მოსახლეობა არ იქნება აცრილი, არ იქნება იმუნიტეტი და გვექნება პრობლემები. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება სწრაფი, ეფექტური, მაღალხარისხიანი, უსაფრთხო ვაქცინების იმპლემენტაცია, თან ძალიან სწრაფად" - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ "მეტრონომ მიქსთან" საუბრისას.