თეგებით ძიება
06. 08. 2021 COVID - 19

კორონავირუსით 52 წლის ექიმი გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კახათის ამბულატორიის ექიმი 52 წლის მედიკო შელია კორონავირუსით, დღეს რუხის კლინიკაში გარდაიცვალა. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოფელ ზედა ეწერის ამბულატორიის ექიმი დოდო მდინარაძე წერს.

„ჩვენო კოლეგავ ,მედიკო,ულმობელ ვირუსთან ბრძოლაში გაილია შენი სიცოცხლის დღეები.იბრძოდი სიცოცხლისათვის და გადარჩენისათვის, მაგრამ ამაოდ.ძალიან დამწყვიტე გული,საოცარ ტკივილს განვიცდი შენი გარდაცვალების გამო.ვუსამძიმრებ შენს დედას ასე რომ გაამწარე შენი გარდაცვალებით.უფალს ებარებოდეს შენი სული.ამინ!”, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

52 წლის ქალი რუხის კოვიდ კლინიკაში 2 კვირაზე მეტხანს მკურნალობდა, თუმცა მედიკოსებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტორი: თეა შონია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა