თეგებით ძიება

"დიდხანს ვეძებდით ცოცხალ ადამიანებს...ქართველი ექიმი გმირია!" - რას წერს გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი რუსეთ-საქართველოს 5-დღიან აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოგონებებს სოციალურ ქსელში აზიარებს:

"რადგან დღეს მოგონებების დღეა, მეც გავიხსენებ:
10 აგვისტოს გულმა ვერ გაგვიძლო. მე, ლაშა ტუღუში და ჩვენი ერთი მეგობარი გორში წავედით. ქალაქი დაცლილი დაგვხვდა. გუბერნატორის რეზიდენციას ბოქლომი ედო…

დიდხანს ვეძებდით ცოცხალ ადამიანებს, ბოლოს სამხედრო ნაწილთან მივედით და გამოვთქვით სურვილი მოხალისეებად ჩავწერილიყავით. უარით გამოგვისტუმრეს და გვითხრეს რომ თვითონაც წუთი-წუთზე ევაკუაციის ბრძანებას ელოდნენ.
ამის შემდეგ გორის ჰოსპიტალში გადავინაცვლეთ და ვნახეთ საოცრება!

ქართველი ექიმები, რომლებიც უმძიმესი ვითარების მიუხედავად იბრძოდნენ თვითოეული ადამიანის სიცოცხლისათვის და არც უფიქრიათ გაქცევა!!!
დღესაც ექიმები დგანან ფრონტის წინა ხაზზე…
ქართველი ექიმი გმირია!", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

შგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა