საგანგაშოა ის ფოტოები და ვიდეოები, რაც ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან ვრცელდება - თამარ გაბუნია
ნამდვილად საგანგაშოა ის ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ვრცელდება სოციალურ ქსელში ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან, თუ სოციალური თავყრილობებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
"ნებისმიერი აქტივობა დღეს შეიძლება გახდეს „ბუსტერი“ ინფექციის გავრცელებისთვის, ამიტომ ყველა მხარეს უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. ბათუმში რომ აქტივობა ძალიან მაღალია, ამას ყველა ვხედავთ, ნამდვილად საგანგაშოა ის ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც ვრცელდება სოციალურ ქსელში ბათუმის გასართობი ღონისძიებებიდან, თუ სოციალური თავყრილობებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, საწოლფონდი არის ძალიან გადატვირთულია, ამიტომ ჰოსპიტალურ სექტორს გაუჭირდება დამატებითი შემთხვევების მართვა.
"საწოლფონდი არის ძალიან გადატვირთული, დღეს 6400 პაციენტი მკურნალობს ჰოსპიტალში და 7000-მდე საწოლია მობილიზებული. თუ არ შეჩერდა ეპიდემიის აღმასვლა და ესკალაციის სახე მიიღო, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს გაუჭირდება დამატებითი შემთხვევების მართვა და ჰოსპიტალური რესურსიც არის შეზღუდული“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 735 პაციენტი, ხოლო 38 ადამიანი გარდაიცვალა.