თეგებით ძიება

"აზრზე არ ხართ, რა დამპალი ვირუსია... მათრია და გამაძაღლა" - როგორია კოვიდინფიცირებული აკა სინჯიკაშვილის მდგომარეობა

სცენარისტი და ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი, რომელიც კოვიდინფიცირებულია, საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ვიცი, რომ ელოდებით ბოლო პოსტის ამბავს და ამიტომაც, გეტყვით ახლავე ყველაფერს: ზედ კისერზე მომექცა ეს გათახსირებული ვირუსი, სულზე დამდო, მათრია და გამაძაღლა მართლა. ოდნავ უკეთესად ვარ ეხლა.

და-ძმა უსაფრთხოდ და მხიარულად არიან ცალკე სახლში, სხედან, ერთობიან, წიგნებს კითხულობენ და ფილმებს უყურებენ, სანამ ფეხზე ავდგები და მათ სახლს დავამთავრებ.

ცოტა ხანს ვერ შევაგროვებ და ვერც დავარიგებ საჭმელს და ტანსაცმელს. მაპატიეთ რა, ვიცი რამდენიც მელოდებით და ჩემი ბრალი არ არის რა ვქნა.

მაგრად გაუფრთხილდით თავებს და ერთმანეთს, თორემ ვისაც არ გადაგიტანიათ, აზრზე არ ხართ მართლა რა დამპალი ვირუსია. ეხლა მკითხაობის დრო არ არის, დაუჯერეთ ექიმების რეკომენდაციებს, აიცერით და მოერიდეთ ყველანაირ თავყრილობას.

მე, იმედია მალე ავეხევი ამ საწოლიდან და ბრილიანტივით ამბებით დაგიბრუნდებით.
მანამდე კი ვიწვები ჩემი მაჩუ-პიქჩუს ქვეშ და მოთხრობებს დავამთავრებ.
თავში და გულში მყავხართ ყველა, ვინც მელოდებით. ორი კვირაც გაუძელით, მალე ავდგები და მოვალ.
გკოცნით და მიყვარხართ", წერს სინჯიკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა