თეგებით ძიება

"უჟანგბადოებისგან ჩალურჯებული თვალის უპეებით გეუბნებით: თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც ჩემი ჯანმრთელობა იწყება" - ექიმი პრემიერს

ექიმი, მარი ზურმუხტაშვილი სოციალურ ქსელში მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რითაც ეხმაურება ღარიბაშვილის მიერ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურთან ერთად ხალხმრავალ სუფრაზე ყოფნას:

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ ფოტოზე მე ვარ სამსახურში. დილის 9 საათზე დავიწყე მუშაობა და 3 საათზე უბრალოდ ჰაერი აღარ მეყო და ეკიპირებიდან რამდენიმე წამით ფარი მოვიხსენი. რატომ ვარ იძულებული ასე ვიმუშაო? იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის სხვა „ზე" მოქალაქეები, ვისაც პირველ რიგში მოეთხოვებათ მაგალითის მიცემა საზოგადოებისათვის, ზუსტად ამ დროს მრავალრიცხოვან სუფრაზე ხალხს კრებენ და სადღეგრძელოების თქმით ერთობიან. ჩემი გაბურძგნილი თმით, გვერდზე მოქცეული ქუდით, უჟანგბადოებისგან ჩალურჯებული თვალის უპეებით გეუბნებით: თქვენი თავისუფლება, თუნდაც პრემიერ მინისტრი ბრძანდებოდეთ, მთავრდება იქ, სადაც ჩემი ჯანმრთელობა იწყება", – წერს ფეისბუქზე მარი ზურმუხტაშვილი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 376 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა