თეგებით ძიება

"რამდენი გაიპრანჭე, და მაინც რა ”გადაშენდი აქედან!” კაცი დარჩი ტო?!" - გოგა ხაჩიძე კალაძეს

მუსიკოსი, ყოფილი დეპუტატი და გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს:

"კახა კალაძე,
რამდენი ირბინე,
რამდენი ისწავლე,
რამდენი იწვალე,
რამდენი გაიტანე,
რამდენი სხვაგან გაიტანე,
რამდენი იშოვე,
რამდენი მოიპარე,
რამდენი მოიტყუე,
რამდენი გაიპრანჭე, და მაინც რა ”გადაშენდი აქედან!” კაცი დარჩი ტო?!
p.s. ისე, მახსოვს 90-იანებში, სურამიდან ჩამოსული სტუდენტი, თბილისურ ”ტო”-ს თქმას რომ ვამუღამებდი, როგორ მისწორდებოდა ერთი-ორჯერ რომ ბუნებრივად წამოვიცდინე.
90-იანებში!... 17-18 წლის...
შენც იგივე ამბავში ხარ, უბრალოდ ჯერ კარგად ვერ წამოიცდინე და ნანატრი თბილისური ”ტო”, ასაკში და დროში გაგეწელა", - წერს ხაჩიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა