თეგებით ძიება

"სამწუხაროდ, ჯერ ისევ უძლურება დომინორებს ჩემში..." - თინა ხიდაშელი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"პირველი შემთხვევაა რომ ძმათა სასაფლაოზე პატივს ვერ მივაგებ გმირებს. სამწუხაროდ ჯერ ისევ უძლურება დომინორებს ჩემში, მაგრამ ჩემი ფიქრები მათ ოჯახებთანაა.

იქნებ მოვახერხოთ ერთი დღე მაინც ვიყოთ ერთიანი - ომის შეფასებაში, მტრის დაგმობაში, მოყვარისადმი მადლიერებაში…
ვემსახუროთ საქართველოს!", - წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა