თეგებით ძიება

"სკანდალურ ინფორმაციას" მწყემსცენტრის დაქალოჩკის სააგენტო ავრცელებს" - რას წერს ელისო კილაძე

ჟურნალისტი, ელისო კილაძე "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

ახალმა დეტექტივ-ქოც ვარსკვლავმა,ვინმე დავით ჩიხელიძემ "გაშიფრა"რატომ დადის ნიკა გვარამია სუსში☺️
დიდი ფულის სანაცვლოდ(პირველ ვიზიტზე შეუთანხმებია თანხა), მეორე ვიზიტზე დაუსახელებია კრებსების "წყაროები"-საბანაძე,ხოჯევანიშვილი და ქემოკლიძე.
"სკანდალურ ინფორმაციას" მწყემსცენტრის დაქალოჩკის სააგენტო ავრცელებს.
რეგვენი როგორ არ მინახავს,მაგრამ ასეთი ?!
იმას მაინც თუ ხვდებით რომ კრებსების ნამდვილობას პირდაპირ ადასტურებთ ?!
დაგეგმილ ტერაქტს არ ვიმჩნევთ ?!", - წერს კილაძე ფეიაბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე სუს-მა გამოძიება დაიწყო. კონტრტერორისტულ დეპარტამენტში ნიკა გვარამია გუშინ გამოკითხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა