თეგებით ძიება

"ულამაზესი საღამო გამოვიდა...ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს ნუ დაუდებთ..." - ლაშა ბექაურის დედა

ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის დედა, ვიკა წიკლაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც პრემიერის სტუმრობასა და გაშლილ სუფრას ეხმაურება:

"არაფერი გვიშლის ხელს,იმაში რომ ადამიანებმა დიდი ბედნიერება მივანიჭოთ ერთმანეთს...ულამაზესი საღამო გამოვიდა...ყველაფერს პოლიტიკურ სარჩულს ნუ დაუდებთ...აქ, ადამიანები შევიკრიბეთ სიხარულის გამოსახატად. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოახერხა და მოვიდა, თუმცა ჩვენს გულებს უფრო მეტი ადამიანის სიყვარული შეუძლია, ჩვენთვის ჯანსაღი ურთიერთობები უფრო პრიორიტეტულია...ვიდრე ის, ვინ იყო იმ ღონისძიებაზე და რატომ იყო. მადლობა ლაშა ბექაურს, გამარჯვებით გამოწვეული სიხარული რომ დაგვანახა და გაგვაერთიანა ძვირფას ადამიანებთან. გვიყვარდეს ერთმანეთი,ასე უკეთესია ცხოვრება", - წერს ფეისბუქზე ვიკა წიკლაური.

შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის რთული სიტუაციიდან გამომდინარე, პრემიერის ხალხმრავალ სუფრაზე დასწრებას, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა