თეგებით ძიება

"ჩვენი ომი რუსეთთან არაფრით გასცდა პირად, პარტიულ და კაბინეტურ ონტერესებს" - გოგა ჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი საქართველოში რუსულ ოკუპაციას სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება:

"8 აგვისტო უმძიმესი თარიღია საქართველოს უახლოეს ისტორიაში.
რუსეთმა 30 წლის წინათ დაიწყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ხელახალი მიტაცება, რათა კავკასიიდან არ გასულიყო და საკუთარი სამხედრო ძალები აქ ჩაეყენებინა.
ომი დღესაც არ დაუმთავრებია.
რუსეთი ყველაფერში ბინძურად აფათურებს ხელს.
და ჩვენ რას ვაკეთებთ?
ვუადვილებთ ომის მოგებასა და ჩვენს დამონებას.
დიახ, არ მოგესმათ.
ერთმანეთს გვაჭმევინებს და გვაძიძგნებს, ერის ენერგიას არამიზნობრივად გვახარჯინებს. არაფრით უნდა, რომ ერთმანეთში საერთო ენა გამოვნახოთ, იმიტომ, რომ იცის, ერთიანი საქართველო , ერთიანი ერი სულ გაიმარჯვებს, სულ ძლიერი იქნება, სულ დამოუკიდებელი იქნება.
გვაშინებს სიახლეებით, დასავლეთისა და დემოკრატიის თითიდან გამოწოვილი სიცუდეებით.
არ გვაძლევს საერთო ენის გამონახვის საშუალებას აფხაზ და ოს თანამემამულეებთან, აფერხებს და ახშობს ენერგოპროექტებს და ეკონომიკურ წინსვლას. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენი ომი რუსეთთან არაფრით გასცდა პირად, პარტიულ და კაბინეტურ ონტერესებს,
ესეც რუსული იმპერიული ჩანაფიქრია და ყოველ ჯერზე ვეგებით ანკესს.
ძალა ერთობაშია.
ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად, ამიტომ უნდა გვქონდეს მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესები, ამიტომ უნდა დავუდგეთ გვერდით ერთმანეთს, რომ 8 აგვისტოები აღარ განმეორდეს.
რუსეთი ოკუპანტია!
დიდება გმირებს", - წერს ჩანადირი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა