თეგებით ძიება

"თუ ადრე ისინიც კი, ვინც გულში რუსეთს ამართლებდა, ჩუმად იყვნენ, ახლა ხმამაღლა ალაპარაკდნენ და კაპიტულაციის ვირუსივით მოედნენ" - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე წერს:

"ყველაზე ცუდი რაც გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ, გახლავთ შემდეგი - თუ ადრე ისინიც კი, ვინც გულში რუსეთს ამართლებდა, ჩუმად იყვნენ, ახლა ხმამაღლა ალაპარაკდნენ და კაპიტულაციის ვირუსივით მოედნენ როგორც რეალურ, ასევე ვირტუალურ სამყაროს.

ყველა სიტყვა რაც საჯაროდ ითქმევა ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან იმდროინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, არის მტრისთვის დამატებითი არგუმენტების მიცემა ოკუპაციასთან დაკავშირებულ შესაძლო დავებში და შესაბამისად წარმოადგენს კოლაბორაციონიზმის აქტს", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა