თეგებით ძიება

"ღარიბაშვილს და გახარიას ჯერ პასუხი არ გაუციათ იმ ტრაგედიაზე, რაც ქალაქში-ქვეყანაში დაატრიალეს" - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი რუსულ ოკუპაციასა და ქავეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"შენ ჩემო დიდო ტკივილო, დილაო ავდრიანაო
რუსეთი ოკუპანტია , ომი რუსეთმა დაიწყო.....ხელისუფლების და ოპოზიციაში შემძვრალი პოლიტიკანების გასაგონად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!და კიდევ : ღარიბაშვილის სამარცხვინო - ანტისახელმწიფობრივი განცხადების რომ გიკვირთ ( რომ საქართველომ ომი დაიწყო)ოპოზიციაში გვერდით ,მაგიდასთან იგივე და კიდევ უარესი ფორმით ( რომ თითქოს " ჩვენვე ვბომბავდით გორს") აი ამ განცხადების გამკეთებელი , რომ არ უნდა მჯდარიყო ოპოზიციის მაგიდასთან ახლაც თუ ვერ ხვდებით, ან სიბეცეა ან გულუბრყვილობა ან ბევრად უარესი ( რაც არ მგონია). ჰოდა კიდევ: 20 ივნისის ( " გავრილოვის ღამეს")დროს შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ ამ სამარცხვინო დარბევის -საქციელის გამო დაწინაურებული პრემიერად -გიორგი გახარია მოაცილეთ , ნუ აპიარებთ , შეურაცხყოფას ნუ აყენებთ გავრილოვის ღამეს თვალებდათხრილ პატრიოტ ადამიანებს !!!!!!!
ამ პრემიერმინისტრებს -ირაკლი ღარიბაშვილს და გიორგი გახარიას , ჯერ პასუხი არ გაუციათ იმ ტრაგედიაზე , რაც ქალაქში- ქვეყანაში დაატრიალეს, აღარაფერს ვამბობ კორუფციულ სქემებზე!
რუსეთის სქემაა ეს - რუსეთის!!!!!", - წერს ჩარკვიანი ფეისბქზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა