თეგებით ძიება

"ღმერთმა გადაარჩინოს საქართველო იმისგან, რასაც გვიპირებენ და გეგმავენ!" - რას წერს ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია 2008 წლის აგვისტოს ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მეგობარმა დამირეკა და მკითხა- რეზიკო სად არისო?...
-მე წყნეთში ვარ და რეზიკო კეკელიძეზეა, დავარეკინო-თქო?
-დარმუნებული ხარ?... მკითხა გაბრაზებული ხმით...-რეზიკო გორშიაო...,
მოკლედ, იმათ მინდა ვუთხრა, ვისაც საქართველო ესირცხვილება! მიშას ჩაქაქული ომიც კი სამშობლოსთვის ბრძოლა იყო მათთვის, ვისთვისაც საქართველო, უბრალოდ, სამშობლოა!

დიდება 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს!
მადლობა ყველა მებრძოლს, "ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა!"
ღმერთმა გადაარჩინოს საქართველო იმისგან, რასაც გვიპირებენ და გეგმავენ!
მშვიდობა საქართველოს!", - წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქზე.



შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა