თეგებით ძიება

"ბათუმის მე-3-ში ყელგამოჭრილი პატიმარი, მე-17-ში უმოწყალოდ მოკლული...კაციჭამია ვირთხები გამოგყავთ?" - ადვოკატი ციხეებში არსებულ ვითარებას ასაჯაროვებს

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი საქართველოს ციბხეებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს:

"პირადში ყოველდღიურად მომდის ესემესები, შვილი გამილახეს ციხეში, ჩემს პატიმარს თვეები დარჩა არ შეახეს უდო, არ შეახეს სამაჯური, ყველაფერი გვქონდა, დაზარალებულის თანხმობაც, არც დარღვევა აქვს დაგვეხმარე.

ვპასუხობ:

- ადვოკატი თუ დაინახეს ბოლო წუთამდე ციხეს არ მოაშორებენ. კანონს ვერ იტანენ და სამართალს. ხომ არ მოვატყუებ?!
დედა მწერს პატიმრის ნაცემია ჩემი შვილი, გადაყვანილია ვივამედში.

ბოლოსდაბოლოს რა ხდება?
დადექით ერთად ხალხნო და გადით ქუჩაში, არ გამოდის სხვანაირად არაფერი, არ ესმით სმენადახშულებს. ასე წერა-კითხვით არ ეშველება პრობლემას. დაუკავშირდით თქვენს ადვოკატებს და დაგიდგებიან გვერდით, გადით, არ დაიშალოთ, მოითხოვეთ უფლებების დაცვა. პოლიტიკოსებიც შემოგიერთდებიან.

გლდანის ციხეში უმოწყალოდ ნაცემი პატიმრის დედა მწერს,პატიმარი ვივამედშია გადაყვანილი, თავგატეხილი.რა ხდება ბოლოსდაბოლოს?ამდენი მკვლელობა, ცემა, ზეწოლა. ბათუმის მე-3ში ყელგამოჭრილი პატიმარი, ჩემმა მსჯავრდებულმა გადაარჩინა სიკვდილს, მე-17 ში უმოწყალოდ მოკლული, მე-8 ში უმოწყალოდ ნაცემი.
მარაზმია უკვე, მარაზმე მეტია.
სანამ თქვენს პატიმარსაც არ მიადგებიან მანამდე იმოქმედეთ.
მხეცებივით გამოკეტილები ერთმანეთს დაერივნენ, რა ქვეყანაა ეს?!
ამ ქვეყანას არც უფლებადამცველი ყავს, არც ფსიქოლოგი, არც იურისტი, თორემ ამ სამხეცედ გადაქცეულ ციხეებს, სადაც უკვე ერთმანეთის ჭამა დაიწყეს მიაქცევდა ყურადღებას.

დედას არ უშვებთ შვილთან, რომ თავზე ხელი გადაუსვას, ადამიანი გააღვიძოს მასში, მეუღლეს არ უშვებთ, შვილს არ უშვებთ და რას ელოდებით?
კაციჭამია ვირთხები გამოგყავთ? მერე საზოგადოებას რას ერჩით? რომ დაემსგავსება ადამიანი ვირთხას და თავისზე სუსტის შეჭმას დაიწყებს, რას ეშველება საზოგადოებას? უგუნურნო!", - წერს ადვოკატი ნათია ჩხეტიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა