"რაც მეტი ადამიანი გადაიტანს ინფექციას, მალე შევალთ მშვიდ ფაზაში" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, საქართველოში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ბევრი ადამიანი მწერს პირად შეტყობინებას „ბატონი ბიძინა გამოხატეთ თქვენი აზრი რეები ხდება ქვეყანაში ამ გაგანია პანდემიის დროსო?!“
ვისაც გადაწყეტილი აქვს კონცერტი, ქორწილი, გიტარა და ცხელი ტაში არ ინერვიულოთ, აქაც არის „დადებითი“ მომენტი. როდის დასრულდება ეხლა პანდემია პირბადით და დისტანციით, რაც მეტი ადამიანი გადაიტანს ინფექციას მალე შევალთ მშვიდ ფაზაში.
ვისაც არ გინდათ გახდეთ ამ სტატისტიკის ნაწილი აიცერით!
ესაა ჩემი კომენტარი!", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 376 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 პაციენტი გარდაიცვალა.