თეგებით ძიება

"შეწყვეტილი თაფლობის თვიდან მოვხვდი ბრძოლის ველზე" - გიგა მაქარაშვილი აგვისტოს ომზე

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს სოციალურ ქსელში იხსენებს:

"აქაც 8 აგვისტოა, ოღონდ წყეული 2008 წლის, 8 აგვისტო.
ცოლი ერთი კვირის მოყვანილი მყავს, პირდაპირ შეწყვეტილი თაფლობის თვიდან მოვხვდი ბრძოლის ველზე.
ახალი გათენებულია და ვიგებთ რომ ჩვენებმა პირველი შეტევა მოიგერიეს და რამდენიმე სიმაღლე დაიკავეს.
ცოტა გავთამამდით და ომში გამოუცდელები შევყევით მდინარის კალაპოტს, ცხონვალამდე ბევრი აღარაფერი იყო დარჩენილი. შესვენების დროსაა ეს კადრები გადაღებული. მერე ვიღაცეებმა შეგვამჩნიეს და დაგვიშვეს რაც ქონდათ.
იმის მერე რუსებმა ავიაცია ჩართეს საქმეში და ყველაფერი ცუდად გაგრძელდა.
მერე იყო გორში ჩაკეტვა, გორის დაბომბვა და კოშმარებად დარჩენილი ბევრი ცუდი წუთი, საათი, დღე და აგერ უკვე წლებიც.
რუსეთი არის მტერი, ბინძური მეზობელი, დამპალი ღორი და მაგისი დედაც მოვტყან!", -წერ მაქარაშვილი ფეისბუქზე.



შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან დღეს 13 წელი შესრულდა. 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსული აგრესიის შედეგად 412 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 169 ჯარისკაცი. დაიჭრა 1747 პირი.
იძულებით გადაადგილება კი 130 000 ადამიანს მოუწია. რუსული ინტერვენციის გამო განადგურდა 35 000 საცხოვრებელი სახლი, მიწასთან გასწორდა 53 სოფელი. რუსეთის მხრიდან მოხდა 5 ხეობისა და 125 სოფლის ოკუპაცია.

ცეცხლის შეწყვეტიდან მალევე, კრემლმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და განახორციელა მათი ოკუპაცია. საქრთველოს ამ ტერიტორიებს რუსეთი დღემდე აკონტროლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა