ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 16 028 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 16028-მა ადამიანმა გაიკეთა.
9 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 641 242 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 197 118 ადამიანი.