"კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ზუსტად ქალბატონი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც საჯაროდ აიცრა!" - გიორგი ფხაკაძე
იდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პრეზიდენტს❗️
- ასეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია კორონავირუსთან ბრძოლაში ყველა პოლიტიკოსს რომ ჰქონდეს, ჩვენ არ ვიქნებიდით იქ, სადაც ვართ დღეს.
- როდესაც საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, ჩემი პირველი მოწოდება იყო, რომ ყველა პოლიტიკოსი, პრეზიდენტიდან დაწყებული რიგითი სახელმწიფო მოხელით დამთავრებული, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ. ასევე, საჯაროდ უნდა აცრილიყვნენ ყველა სამედიცინო დაწესებულების ხალმძვანელი პირებიც.
- ზუსტად ქალბატონი პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც საჯაროდ აიცრა!
- ვირუსმა არ იცის პოზიცია/ოპოზიცია, ვირუსმა არ იცის ერივნება, რელიგია, სქესი, სოციალური თუ ფინანსური სტატუსი. ვირუსი არის ვერაგი.