თეგებით ძიება

"ამდენ არასწორში დახარჯული 40 წელი… დასანანია…" - რას ნანობს მაია კაჭკაჭიშვილი

მომღერალი და პროდიუსერი, მაია კაჭკაჭიშვილი განვლილ 40 წელს აფასებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"2 წელია ვფიქრობ მოკლედ და დღეს გავაკეთე საბოლოო დასკვნა
არასწორი ნაბიჯები
არასწორი ადამიანები
არასწორი ქცევა
95% არასწორი მუსიკა (სხვა გზა არ იყო ლუკმაპურისთვის)
არასწორი ინტერესები
არასწორი მიზნები
97% არასწორი მეგობრები
არასწორად გაცემული პატივისცემა
არასწორი სიყვარული
არასწორი ოცნებები
და ამდენ არასწორში დახარჯული 40 წელი…..
დასანანია …..
ერთადერთი სწორი ჩემი ტყუპები
ამის შემდეგ ვერ იტყვი რომ ცხოვრება დაუნდობელია
ცხოვრება არა თვითონ ხარ დაუნდობელი საკუთარი თავის მიმართ…
ჰო დაა თუ კიდევ აქვს აზრი მომავალზე ფიქრს ამის მერე მინდა ყველაფერი სწორი ჩავწერო ჩემს დარჩენილ ცხოვრების დღიურში დიდი გამოცდილების ხარჯზე", - წერს კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა