თეგებით ძიება

"ბევრი ისე მიდის ამ სამყაროდან, ვერაფერს ახერხებს, ქვებზე შხამის დატოვების გარდა…" - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში პოსტა აქვეყნებს:

"ღმერთი ყველას აძლევს შანსს, ბედნიერი, გახარებული და წარმატებული იყოს. ამ შესაძლებლობას სწორად ძალიან ცოტა იყენებს…. უმეტესობა დროს სხვის ლანძღვას და გამკითხვას უთმობს და ყველა საშუალება ეცლება ხელიდან, რითიც საკუთარ ცხოვრებას საუკეთესოდ მოიწყობდა.
მერეც უჭირს დაფიქრდეს და სწორი დასკვნები გამოიტანოს. ურჩევნია მისი წარუმატებლობა, სიზარმაცე, ბოროტი განზრახვები სხვას გადააბრალოს. დაიწყოს ჭორაობა, განკითხვა, ცილისწამება…

საბოლოოდ გაბოროტებული, მის დამძიმებულ ყოფას ადამიანებთან ერთად ღმერთსაც აბრალებს და ,,სიმართლის მანტია” მორგებული იწყებს ქარის წისქილების დევნას.

ცხადია, ამ ტიპის ომი აუცილებლად წაგებულია…
შანსი, რომელიც ღმერთმა მოგვცა, მაგრამ საკუთარ თავს ვართმევთ, მეორედ აღარ ბრუნდება…
და ამიტომ, ბევრი ისე მიდის ამ სამყაროდან, ვერაფერს ახერხებს, ქვებზე შხამის დატოვების გარდა… იმ შხამს მხოლოდ თავად ეწირება და დამტირებელიც აღარ რჩება, რადგან ყველას მოაბეზრა თავი!..", - წერს სასულიერო პირი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა