თეგებით ძიება

"საავადმყოფოში ებრძოდა თურმე სიცოცხლეს...ხალხი იღუპება, არაფერს არ ნიშნავს?! განახევრდება საქართველო..." - ცისნამი საყვარლიშვილი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

"გარეთ წვიმს, მზე არ ანათებს, თუმცა მე მაინც კარგ ხასიათზე ვიყავი, სანამ ამ ოხერ ფეისბუქზე შემოვიდოდი.
დავსქროლე ნიუსფიდი და ძალიან სამწუხარო ამბავი დამხვდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ქალბატონო ელზა თულიანი კოვიდით გარდაიცვალა.
საავადმყოფოში ებრძოდა თურმე სიცოცხლეს.
ძალიან განვიცდი, პირდაპირ გულში მომხვდა.
ის პერიოდი გამახსენდა როცა სკოლაში გვასწავლიდა.
გრამატიკას, რთულ ზმნებს მთელი სულით და გულით გვიხსნიდა.
ვიზიარებ მთელი ოჯახის, სკოლის და სოფლის მწუხარებას.
ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა.
არასდროს მომიმართავს საჯაროდ აცრისთვის, მაგრამ ახლა გადავწყვიტე რომ გთხოვოთ.
მემგონი ის დროა რომ ყველანი ავიცრათ და ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს.
ხალხი იღუპება, ეს თქვენთვის არაფერს არ ნიშნავს?! ამასობაში განახევრდება საქართველო.
აიცერით ხალხო, გთხოვთ!
ღმერთი ფარავდეს ჩემს სოფელს, ჩემს სამშობლოს. ????????
ვზივარ დამწუხრებული, აცრემლებული სარკმელთან და
გავყურებ წვიმას. თვალწინ ბავშვობის მოგონებები მიტრიალებს.
მშვიდობით ძვირფასო ელზა მასწავლებელო", - წერს საყვარლიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა