თეგებით ძიება

"მდგომარეობა გართულდა" - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საწოლფონდთან დაკავშირებით რთული მდგომარეობაა.

"თქვენ იცით, რომ ჩენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რის საშუალებითაც ვახდენთ პაციენტების აქტიურ მართვას ჰოსპიტალურ სექტორში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დღემდე არც ერთ პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომლებსაც კლინიკურად ესაჭიროებათ სტაციონარში მკურნალობა. დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მხრიდან ბინაზე, 3 500-მდე ადამიანი არის სასტუმრო სექტორში, ხოლო დანარჩენი გადის მკურნალობს ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან 1 500 პაციენტზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ საწოლზე, ხოლო 500 პაციენტი გადის რეანიმაციულ საწოლზე მკურნალობას", – განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა