"ვერ გადავადგილდებით ქალაქში, ასე უნდა გაგრძელდეს?" - რას წერს ნინი ბადურაშვილის და?
წუხანდელი ღამე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, აქციის მონაწილეებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.
ადგილზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.
საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა გადაკეტილი გზებით და დილიდან ქალაქში არსებული საცობების გამო სოციალურ ქსელში სტატუსებს აქვეყნებენ. მათ შორის არის ნინი ბადურაშვილის და ქეთო თოფურიძეც.
"ვერ გადავადგილდებით ქალაქში, ასე უნდა გაგრძელდეს? თუ ალაგდებიან და წავლენ სახლებში ნეტა?“ - წერს ნინი ბადურაშვილის და.