თეგებით ძიება

თბილისში ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს

თბილისში, ცირკის ტერიტორიაზე ტრანსგენდერი ქალის მიმართულებით სროლა, განხორციელდა, რის შედაგადაც დაიჭრა. როგორც დაჭრილი ქალის მეგობარი, ამანდა ყვება, სროლა უცნობმა პირმა მანქანიდან დაიწყო.

"გამოვისეირნე ძაღლი და იქ დავდექი გოგოებთან. სესილი გადმოდიოდა გზის მეორე მხარეს, ამ დროს გაიარა ვერცხლისფერმა ჯიპმა, რომლიდანაც ატეხეს სროლა და სესილის მიაყენეს მსუბუქი ჭრილობა. საფანტი ტყვია ისროლეს, სავარაუდოდ, რადგან ერთი გასროლა იყო და ტყვია დაიშალა და ეს "ასკოლკები" მოხვდა რამდენიმე ადგილზე, სახის, ზურგის და ფეხის არეში", - ამბობს ყვება ქალი.

მისივე თქმით, შემთხვევის დროს ადგილზე ექვსი ტრანსგენდერი ქალი იყო. ახლა იქ სასწრაფო და პოლიციაა მობილიზებული.

"ბოლო დროს მოდიან, ხან ბოთლებს გვესვრიან, ხან პირდაპირ მუშტი-კრივზე გადმოდიან, ხან ხელკეტებით გადმოდიან მანქანებიდან და დაგვდევენ. ბოლო მოვლენების შემდეგ, უფრო გააქტიურდნენ. დაუსჯელობის სინდრომია", - ყვება ამანდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა