2020 წელს სასტუმროები 66.5%-ით ნაკლებ სტუმარს მოემსახურნენ, ვიდრე - 2019-ში - საქსტატი
2020 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1 344 700 სტუმარს მოემსახურნენ, რაც 66.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საქმიანობის შესახებ საქსტატმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტის თანახმად, სტუმართა 30.6%-ს უცხოელები წარმოადგენდნენ. მათგან 16% რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 87.6%-ით ნაკლებია.
ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უმეტესობას გერმანიის (უცხოელი სტუმრების 3.1%) მოქალაქეები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა უდიდესი წილი უკრაინისა (უცხოელი სტუმრების 10.3%) და ისრაელის (უცხოელი სტუმრების 9.7%) მოქალაქეებს ეკავათ.
წყარო:bm