"საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს სწავლის განახლებაზე" - ლევან დავითაშვილი
ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, სასწავლო პროცესის განახლებასთან, ან არგანახლებასთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 31 აგვისტოს იმსჯელებს.
"მასწავლებლების ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ მასწავლებელთა 80% უნდა იყოს აცრილი, შესაბამისად, ამისთვის განათლების სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ ვაქცინაციის პროცესი წავიდეს წარმატებით, რაც შეეხება კითხვას, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, ხვალ გვაქვს საკოორდინაციო საბჭო და მათ შორის ამ თემაზე იქნება მსჯელობა. თუმცა კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ეპიდემიოლოგები მოგვცემენ",-თქვა ლევან დავითაშვილმა.