თეგებით ძიება

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ინტერესს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა საკრებულოს სხდომაზე მიიტანეს მშენებლობის სურათები. ტერიტორიაზე უკვე აშენებულია 9 კორპუსი, თუმცა დანიშნულება უცნობია.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, კომპანია რამდენჯერმეა დაჯარიმებული, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ისევ გრძელდება.

სწორედ ამ მშენებლობის დეტალები აინტერესებდათ ოპოზიცია, თუმცა მათ დღეს მმართველი გუნდისაგან პასუხები ვერ მიიღეს.

სხდომას ასევე ქალაქის მთავარი არქიტექტორი ესწრებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მისთვისაც უცნობია რა შენდება გოგოლის ქუჩაზე.

ცნობისთვის, გოგოლის ქუჩაზე 8 კორპუსი შენდება, მათ შორის 4 უკვე დასრულებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა