თეგებით ძიება

"საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლისთვის. დღეს არის ჩემთვის პირადად მძიმე დღე" - მიხეილ სააკაშვილი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას გამოეხმაურა.

მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ კვარაცხელია მკვლელობა დაუსჯელობის პირდაპირი შედეგია.

"საქართველომ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შანსი თავისი მომავლისთვის. დღეს არის ჩემთვის პირადად მძიმე დღე.

მე არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ვიცოდი რას აკეთებდა და მინდა ვუთხრა ყველას, ეს არის პირდაპირი შედეგი იმისა, რაც ხდება საქართველოში, დაუსჯელობის გარყვნილების თავგასულობის, ამ ყველაფრის წახალისების, საქართველოს ჭაობად ქცევის, სადაც ნიჭიერი ადამიანი ვეღარც ჩერდება და საერთოდ ვეღარც ცოცხლობს. ეს ჭაობი თუ არ დასრულდა, ჩვენ არანაირი შანსი არ გვაქვს მომავლის",- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, ნიკა კვარაცხელია გუშინ, 15 სექტემბერს დაჭრეს. ის ხეჩინაშილის კლინიკაში დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა