თეგებით ძიება

მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა - კახა კალაძე

"მეორედან არა, სახურავიდან გადმოაგდეს. დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ქარელში ქართული ოცნების ოფისიდან მთავარი არხის ოპერატორის გადმოგდებას.

"არასერიოზულად იქცევით, ბიჭი მიდიოდა, უკან-უკან... ჩემი თანდასწრებითაც ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა როცა მივდივართ, ოპერატორები იღებენ უკან-უკან მიდიან და... თქვენ მაჩვენეთ კადრი სადაც ჩანს, რომ გადააგდეს", - ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, ქარელში, 15 სექტემბერს "მთავარი არხის" ოპერატორი "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადააგდეს. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა