თეგებით ძიება

მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა - ირაკლი ღარიბაშვილი

"მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია იწერს და ავრცელებს, მაგრამ ოპოზიცია რომ დგას მთელი ამ ფაბრიკაციების და ფალსიფიკაციების უკან, რაზეა საუბარი?! სააკაშვილი აგვისტოში გამოვიდა და ძალიან მძიმე პროვოკაციები დააანონსა, ალბათ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო, ვერ შეიკავა თავი და წინასწარ დააანონსა. არ გინახავთ ცნობილი კადრები?! აგვისტოში გამოვიდა სააკაშვილი და თქვა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ აქვს მას გარკვეული მტკიცებულებები და ეს პროვოკაცია პირადად მან დააანონსა. მთელი ეს ტყუილ-მართალი აღრეული მაგიტომ არის, რომ ძნელი იყოს დასკვნის გამოტანა. მით უმეტეს არჩევნებამდე ასეთი რაოდენობის, ათასობით ფაილის ავთენტიკურობის შესწავლას სჭირდება დრო. ეს პრიმიტიული გათვლა ჰქონდა ოპოზიციას, იციან, რომ მარცხდებიან ყველგან და ეს რაღაც პრიმიტიული პროვოკაცია მოიგონეს. თუმცა ძალიან მძიმე პროვოკაციაა მთლიანად ჩვენი ეკლესიის, სახელმწიფოს და მღვდელმთავრების წინააღმდეგ. ეკლესიასა და მთავრობას შორის არსებობს ძალიან მტკიცე ერთობა, ამას ხედავენ და არ უხარიათ. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ერთიანები ვართ, მთავრობას და ეკლესიას გვაქვს ძალიან მტკიცე ერთობა და ამ ერთობას ვერავითარი პროვოკაცია ვერ დააზიანებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა